ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელიც დღეს საღამოს თეირანში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადადების მიზეზად სახელდება უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი, რომელიც დაკრძალვაზე უნდა მისულიყო.

"დაღუპულ იმამთან დამშვიდობების ცერემონია გადაიდო. ახალი თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება", - აღნიშნულია, ირანის ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.