ამის შესახებ შეერთებული შტატების ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოთხშაბათს, აშშ-ის წყალქვეშა ნავმა შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანულ გემზე მიიტანა იერიში, - განაცხადა აშშ-ის ომის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა პრესკონფერენციაზე.

„ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო გემი, რომელიც ფიქრობდა, რომ ის საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო. ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მტრის გემი ჩაიძირა“, - თქვა მან.

ოთხშაბათს დილით ადრე, შრი-ლანკის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარე გემიდან განგაშის სიგნალი მიიღეს. სამხედრო გემზე, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც გამანადგურებელი ან ფრეგატი Iris Dena, 180 კაციანი ეკიპაჟი იმყოფებოდა.

შრი-ლანკის საზღვაო ძალებმა და საჰაერო ძალებმა ეკიპაჟის 32 წევრი გადაარჩინეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.  

პრესკონფერენციაზე პიტ ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის თავდასხმებმა ირანის საჰაერო და საზღვაო ძალები მთლიანად გაანადგურა.

ჰეგსეთის თქმით, ერთ კვირაზე ნაკლებ დროში აშშ-სა და ისრაელს ექნებათ „ირანის საჰაერო სივრცის სრული კონტროლი“.

„ჩვენ მთელი დღე, მთელი ღამე, დღე და ღამე ვიფრენთ, რათა ვიპოვოთ, გავანეიტრალოთ და გავანადგუროთ ირანის სამხედრო რაკეტები და თავდაცვითი ბაზები“, - თქვა მან და დასძინა:

„ეს მათი დასასრულია და მათ ეს იციან“.