ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესული ბულგარეთი“ დიდი უპირატესობით იმარჯვებს.

დილის 10:00 საათის მონაცემების თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის „პროგრესული ბულგარეთს“ ბიულეტენების 96,41%-ის დათვლის შემდეგ ამომრჩეველთა 44,732%-იანი, მეორე ადგილზე მყოფ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარების“ და პარტია „დემოკრატიულ ძალთა კავშირის“ ბლოკს 13,417%-იანი მხარდაჭერა აქვს.

მესამე ადგილზე ასევე ორპარტიული ბლოკია („გავაგრძელოთ ცვლილებები“ და „დემოკრატიული ბულგარეთი“). მას ხმების 12,871%  

პარლამენტში ასევე ხვდებიან თურქული და სხვა ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე ორიენტირებული „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის“  - 6,668% და ულტრამემარჯვენე „აღორძინება“ - 4,307%/



ხმების ასეთი %-ული თანაფარდობა ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში „პროგრესულ ბულგარეთს“ 240-იდან არანაკლებ 131 დეპუტატი ეყოლება. ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, პირველად 1997 წლის შემდეგ, პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა იქნება.



ითვლება, რომ რუმენ რადევი ევროსკეპტიკი, ნატოს პოლიტიკის კრიტიკოსი და რუსეთთან დიალოგის მომხრეა და უკრაინის სამხედრო დახმარებას ეწინააღმდეგება.