10 მარტს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება. შეხვედრა უარყო დმიტრი პესკოვმა. ჟურნალისტების კითხვას შეხვედრის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა ასე უპასუხა:
"არა, ვერ გიდასტურებთ. ეს ასე არ არის".
ცოტა ხნით ადრე იგივე თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
"შეხვედრა არ იგეგმება. მეტსაც გეტყვით, აშშ-ს მხრიდან შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია არ შემოსულა".