კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეხვედრისთვის რაიმე წინასწარი მზადება არ მიმდინარეობს.
"მრავალი ქვეყანა გვთავაზობს მომსახურებას, როგორც შეხვედრის ჰიპოთეზურ ადგილს. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია. ჯერჯერობით ამისთვის წინასწარი მზადება არ მიმდინარეობს. არსებობს ნათელი პოლიტიკური ნება და თანხმობა იმის შესახებ, რომ ასეთი კონტაქტები აუცილებელი და ხელსაყრელია". - თქვა პესკოვმა იმ ლიდერების განცხადებების შესახებ საუბრისას, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, პუტინისა და ტრამპის შეხვედრას თავიანთ ქვეყნებში უმასპინძლონ.
პესკოვმა დაამატა, რომ ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად საუბარი 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.