კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის გაემართნენ.
"დღეს, პრეზიდენტი პუტინის ინსტრუქციით, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და პრეზიდენტის მრცევენი იური უშაკოვი ერ-რიადში მიფრინავენ. ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრას, სავარაუდოდ, სამშაბათს გამართავენ, რაც ძირითადად რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებული მთელი სირთულეების გადაწყვეტას დაეთმობა" – თქვა პესკოვმა.