რუსულ გამოცემა TASS-თან საუბრისას, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე ისაუბრა.
პესკოვის თქმით, რუსეთი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა ამისათვის მზადყოფნა აშშ-მაც უნდა გამოთქვას.
"როგორც პრეზიდენტი ამბობს, რუსეთი ღიაა ნორმალიზაციისთვის. მაგრამ, ჩვენ ვერ ვიცეკვებთ ტანგოს მარტო და ამის გაკეთებას არც ვაპირებთ", - განაცხადა პესკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა ისიც, რომ "სანქციების რბოლა" რუსეთს არ დაუწყია და მისი ინიციატორი ოფიციალური ვაშინგტონი იყო.