კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთავაზება ირანის გამდიდრებული უნარის რუსეთისთვის გადაცემაზე კვლავ ძალაშია, თუმცა საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად ვითარება "გართულდა". ამის შესახებ პესკოვმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად ილაპარაკა. პესკოვს ჰკითხეს, რისი შეთავაზება შეუძლია რუსეთს კონფლიქტის მხარეებისთვის.
"ეს შეთავაზება კვლავ მაგიდაზე რჩება, კვლავ რელევანტურია, თუმცა, რა თქმა უნდა, საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად სიტუაცია სერიოზულად გართულდა". - თქვა პესკოვმა რუსეთში ირანული ურანის შენახვასთან დაკავშირებით.
პესკოვმა დაამატა, რომ რუსეთი კვლავ მზად არის, რომ შუამავლის როლი შეასრულოს, თუმცა კვლავ აღნიშნა, რომ ვითარება "ესკალირდება".
"რუსეთი მზად რჩება, რომ გააკეთოს ყველაფერი, რათა კრიზისის ძირეული მიზეზები აღმოფხვრას. სიტუაცია სერიოზულზე მეტად ესკალირდება და, რა თქმა უნდა, ეს ვითარებას უკეთესობისკენ არ ცვლის". - თქვა პესკოვმა.