კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის, ირანს სხვადასხვა საშუალებით დაეხმაროს და ეს დახმარება ირანის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ პესკოვმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩისა და პუტინის შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.
“ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის ირანისთვის საჭირო. ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი შუამავლური ძალისხმევა. ეს კონკრეტულია. განვაცხადეთ ჩვენი პოზიციის შესახებ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, ირანული მხარის მხარდაჭერის სახეა. დანარჩენი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა არის ახლა ირანისთვის აუცილებელი”. - თქვა პესკოვმა.