კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან მოსკოვის მიმართ "გამკაცრებულ რიტორიკას" "საკმაოდ მშვიდად" უდგებიან. მანვე დაამატა, რომ ტრამპი ხშირად უხეშ "ფრაზებს იყენებს". ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ილაპარაკა.

"საკმაოდ მშვიდად ვუდგებით ამას, უპირველეს ყოვლისა, ასე ვთქვათ, ტრამპს ერთიანობაში საკმაოდ უხეში სტილი აქვს იმ თვალსაზრისით, თუ რა ფრაზებს იყენებს". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინით უკმაყოფილოა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "პუტინი ძალიან ბევრ ბოდვას" აყრით, რომელიც საბოლოო ჯამში უშინაარსო "გამოდგება ხოლმე".