კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მტკიცებით, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადება მოლდოვის მომავალ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე მცდარია. პესკოვი ასევე ირწმუნება, რომ "რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა". 

"ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა". - თქვა პესკოვმა. 

მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ რუსეთი მოლდოვის მომავალ არჩევნებში "უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება", რისთვისაც საარჩევნო კორუფციასა და გარეგან არალეგალურ ფინანსურ ჩარევას გამოიყენებს. 

ცნობისთვის, მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა აქამდე თქვა, რომ რუსმა აგენტებმა დაახლოებით 200 მილიონი ევრო, მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1%-ის ეკვივალენტი, დახარჯეს გასულ წლის საპრეზიდენტო არჩევნებსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე გამართულ რეფერენდუმში ხმების მოსასყიდად.