გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოსკენ.

„ახლა მთელი ყურადღება მიმართულია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი სლოვაკეთის, სერბეთისა და საქართველოს მამაცი ხალხისკენ. ავტოკრატიამ და რუსულმა იმპერიალიზმმა არ უნდა გაიმარჯვოს. სასწორზეა ლიბერალური დემოკრატია. ჩვენ ვერ შევძლებთ მის გადარჩენას გვერდით გახედვით, მისი მნიშვნელობის დაკნინებით და შეგუებით“, – წერს როთი X-ზე.