ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
"თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაშია. ახლა უკვე საკმაოდ სახიფათოა საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს დისკუსიისთვის დემოკრატიაზე, რომელიც ჩამოშლის პირასაა. ყველა მზერა საქართველოზე!", - წერს მიხაელ როთი.
Without free media, democracy dies. In Georgia, it is already in intensive care. It is now quite dangerous to be a journalist in 🇬🇪. Thank you to the representatives of independent media for the discussion about a democracy on the brink of collapse.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) January 14, 2025
All eyes on Georgia!
🇬🇪🇪🇺🫶 pic.twitter.com/c966KjjF3Q