აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამერიკა უკრაინაში ჯარებს არ გააგზავნის. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გააკეთა.
„რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანა თავისუფალია, ისაუბროს საკუთარ ინტერესებზე, მაგრამ გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ცხადყო, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში საბრძოლველად ჯარისკაცებს არ გაგზავნის, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის ჯარისკაცების გაგზავნა უკრაინაში საბრძოლველად გამორიცხა",– განაცხადა მილერმა.
ამასთან, მან კონგრესს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მრავალმილიარდიან პაკეტს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინის გამარჯვების გზა ახლა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაშია“, - დასძინა მილერმა.