Meta-მ კრემლის პროპაგანდისტისა და რუსული სამთავრობო მედიის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის Facebook და Instagram-გვერდები დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-ზე თავად სიმონიანი ავრცელებს. 

"Facebook-ზე და Instagram-ზე Russia Today-ს, Россия Cегодня-სა და ჩემი პერსონალური გვერდები დაიბლოკა" - წერს კრემლის პროპაგანდისტი.