ასე შეაქო კრემლის პროპაგანდისტმა, RT-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა გორში ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა.
"საქართველო განსაცვიფრებლად ადეკვატურად იქცევა, თითქოს მრავალწლიანი გადაბმული სმიდან, ან ფსიქოზიდან გამოვიდა. თბილად მივესალმებით, ზოგადად!". - წერს სიმონიანი.
Facebook-ის პოსტში სიმონიანმა ივანიშვილის სიტყვიდან ერთ-ერთი ნაწყვეტის ციტირება მოახდინა.
"26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". - თქვა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილში, რომელსაც სიმონიანი ციტირებს.