მას სოციალურ ქსელში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. შემთხვევა ერთ-ერთი სწრაფი კვების ობიექტის გარეთ მოხდა, როდესაც მოტოციკლით მიახლოებულმა ორმა უცნობმა პირმა ახალგაზრდას ახლო მანძილიდან ესროლა.
თავდამსხმელებმა ადგილიდან მიმალვა შეძლეს და პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. მკვლელობის მომენტში გასტელუმსა და მის მეგობრებს კურიერის ნარინჯისფერი ფორმები და ჩანთები ჰქონდათ, რის გამოც პოლიციას გარდაცვლილი თავდაპირველად მიტანის სერვისის თანამშრომელი ეგონა. ჯერჯერობით უცნობია, იღებდა თუ არა ის მუქარის შემცველ შეტყობინებებს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ კულიაკანში სინალოას კარტელის ფრაქციებს შორის დაპირისპირების გამო კრიმინალური ფონი უკიდურესად დამძიმებულია. მექსიკაში სოციალური ქსელების ვარსკვლავების მკვლელობა იშვიათობას აღარ წარმოადგენს და მსგავსი ტრაგედია გასულ წელსაც მოხდა. თავად გასტელუმს კი წარსულში გამოქვეყნებული აქვს ფოტო კიდევ ერთი ინფლუენსერის საფლავიდან, რომელიც 2024 წელს კარტელების შიდა დაპირისპირებას ემსხვერპლა.








