ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთი აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას უახლოეს მომავალში.
სამთავრობო პროგრამის დეპუტატების წინაშე წარდგენის და აღნიშნული გაცხადების შემდეგ მან ასევე თქვა, რომ ძალიან მოხარული იქნებოდა, თუ სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ორგანიზაციიდან გარიცხავდნენ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებს რუსეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ცუდად შენიღბული განცხადებები მოჰყვა.
„გულწრფელად გეტყვი, რომ მიჭირს მივხვდე, რას ნიშნავ კმაყოფილი იქნებოდა, თუ მას გარიცხავდნენ. თუ ერევანს თავისი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე აღარ აღარ სჭირდება ასეთ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში წევრობა, ის უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დატოვოს ეს ორგანიზაცია. აქამდე ჩვენ სომხური მხარის წარმომადგენლებისგან სხვადასხვა დონეზე ვისმენდით განცხადებებს, რომ დიახ, წევრობა გაყინულია, მაგრამ სომხეთი ჯერ არ გეგმავს გასვლას.
ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასეთ განცხადებებს ვისმენდით.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, ყოველთვის რეკომენდაციას ვუწევ, რომ ყოველ შემთხევისთვის მაინც გაიხსენონ გამოცდილება თურქეთის, გამოცდილება რიგი სხვა ქვეყნების, რომელთა მიერ განაცხაის გაკეთებიდანაც ათწლეულები გავიდა, ურემი კი ისე იქაა (ორიგინალში а воз и ныне там - „აიპრესი“).
მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზედაც ჩვენმა წარმომადგენლებმა, უპირველეს ყოვლისა კი სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე ისაუბრეს. განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს დაიწყოს თავისი როგორც სავაჭრო, ასევე ფიტოსანიტარიული, საბაჟო და ასე შემდეგ და ასე და ამდაგვარი კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი. ეს სტანდარტები არ შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც მიღებულია ჩვენს ქვეყანაში და მიღებულია ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მასშტაბით.
აი, სწორედ აქ წავაწყდებით ღრმა წინააღმდეგობებს, რომლებიც, პირველ რიგში, თავად სომხეთს დააზარალებს" - განაცხადა ჟურნალისტების კითხვის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რუსული და უცხოური მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.
ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით, პრესმდივანმა გაიხსენა, რომ თურქეთის და სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ განაცხადის წარდგენიდან ათწლეულები შეიძლება გავიდეს. მან ასევე აღნიშნა მნიშვნელოვანი ნიუანსი: განაცხადის წარდგენის შემდეგ სომხეთს მოუწევს თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლებიც ეწინააღმდეგება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წესებს. ეს შექმნის წინააღმდეგობებს, რაც, პირველ რიგში, თავად სომხეთს დააზარალებს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა (1980 წლიდან საბჭოთა კავშირის, 1990-იანი წლებიდან 2006 წლამდე კი რუსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი. საბჭოთა პერიოდში მუშაობდა საზღვარგარეთ, ძირითადად, კონტრდაზვერვის მიმართულებით. შემდგომ წლებში უმეტესწილად მუშაობდა ფედერალური უშიშროების სამსახურის ცენტრალურ აპარატში - „აიპრესი“) ასევე განაცხადა, რომ არავინ ემზადება სომხეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხვისთვის.
„თუ სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა სურს, გარიცხვას არ უნდა ელოდებოდეს. მექანიზმი ასე არ მუშაობს. როგორც წესი, ქვეყანა წარადგენს განაცხადს და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები განიხილავენ მას. თუ ბატონი პაშინიანი გადაწყვეტს, რომ სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გარეთ უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ეს მისი უფლებაა. თუმცა, არც რუსეთი და არც ორგანიზაციის სხვა წევრები მის მაგივრად ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. ჩვენ არავის არ ვრიცხავთ“, - განმარტა სენატორმა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობები ნორმალურ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებად გადაიქცევა, „მაგრამ სომხეთმა ყურადღებით უნდა გაითვალისწინოს შედეგები“.
„თუმცა, მე ნამდვილად არ მესმის, რამდენად ძლიერი იქნება სომხეთის უსაფრთხოება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გარეთ. ვინ დაიცავს მას? სომხეთი გარშემორტყმულია ქვეყნებით, რომლებიც არცთუ მეგობრულები არიან. თუ გათვლა საფრანგეთზეა, ვიცით, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბევრს საუბრობს მეგობრობაზე, მაგრამ ის რეალურ დახმარებას არ გაუწევს“, - აღნიშნა ჯაბარვმა.
სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრი, გენერალ-ლეიტენანტი ვიქტორ სობოლევი კიდევ უფრო პირდაპირი იყო. მან განაცხადა, რომ ერევნის პროვოკაციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ არის შეკვეთილი: ბრიუსელი ოცნებობს რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე და სურს მისი ყოფილი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წაყენება.
სომხეთმა თავად უარი თქვა ჩვენს დახმარებაზე. მათ არასდროს არ დაუდასტურებიათ, რომ არცახი ქვეყნის ნაწილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-ის ყველა სომეხი მარშალი იქიდან იყო. ჩვენ ბოლო ეტაპზე ჩავერთეთ და სამშვიდობო ძალებით მკვლელობები შევაჩერეთ. ეს ახლანდელი საუბრები მხოლოდ გასართობად არ არის. ევროკავშირისთვის სარგებლის მომტანია რუსეთთან კონფლიქტში კიდევ ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ჩათრევა. ევროპას არ უთქვამს უარი ჩვენთვის სტრატეგიული დამარცხების მიყენების განზრახვაზე. პაშინიანი მათი კიდევ ერთი პაიკია. ვერ გამიგია, როგორ უყურებს ამ ყველაფერს სომეხი ხალხი, რომლის უმრავლესობაც რუსეთში ცხოვრობს“, - განაცხადა სობოლევმა.
პესკოვის მეტ-ნაკლებად მოზომილი, ჯაბაროვის მუქარისშემცველი და სობოლევის აშკარად პრორუსი სომხების წამქეზებლური განცხადებები დააგვირგვინა ცინიზმით და თავხედობით ცნობილმა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
ერევანი ვერასდროს ვერ შევა ევროკავშირში, მაგრამ სამუდამოდ გააფუჭებს თავის ურთიერთობებს რუსეთთან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხვა ქვეყნებთან და ეს იქნება სომხეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქმედებების ფასი, „რომელიც მჭიდროდ არის შერწყმული ეროვნული ინტერესების ღალატთან, სოროსის ფულთან და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სატანურ დევნასთან“ - თქვა მედვედევმა.
თუმცა, სომხეთის ამჟამინდელ მთავრობასთან მიმართებით მხოლოდ ერთი წესი მოქმედებს: „Non mittite margaritas ante porcos" („ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს“)“ - დასძინა მან
აშკარაა, რომ მათეს სახარებიდან ციტატა რუსეთის ექსპრეზიდენტს და ექსპრემიერს შეუსაბამოდ მოჰყავს და სომხების მიერ რუსეთის ძველ თუ ახალ ხელმძღვანელი პირებთან მიმართებით გამოყენება ბევრად უფრო მართებული იქნებოდა.
წყარო: რუსეთის მედია
მოამზადა რაულ კაპანაძემ




