მეხიკოში, აცტეკაზე“, ფეხბურთში მსოფლიოს 23-ე ჩემპიონატი გაიხსნა.

მატჩის მთავარმა არბიტმა, ბრაზილიელმა ვილტონ სამპაიომ, გახსნით მატჩში სათამაშოდ მინდორზე მასპინძლების და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაკრები გუნდების ფეხბურთელებს უხმო.

შეხვედრის დასაწყისში მექსიკელებმა სტუმრების მცველის და მეკარის შეცდომებით ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს.

მეორე გოლის გატანა მასპინძლებმა მინდვრიდან სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ შეძლეს.

ამის შემდეგ მსაჯმა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე გუნდის ფეხბურთელი გააძევა, გოლი კი აღარ გასულა.

მექსიკა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა 2:0(1:0)
გოლები: 9' ხულიან კინონესი 1:0, 67' რაულ ხიმენესი 2:0
გაძევება: 50' იაია სითოლე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, წითელი ბარათი),  84' თემბა ზვანე (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა , წითელი ბარათი) 90+2 სეზარ მონტესი (მექსიკა, წითელი ბარათი)

ამ ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა რამდენიმე საათის შემდეგ გვადალახარაში დაიწყება.

12.06 გვადალახარა, ჩეხეთი - სამხრეთ კორეა

18.06 ატლანტა,  სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - ჩეხეთი
19.06 გვადალახარა, მექსიკა - სამხრეთ კორეა  

25.06 მონტერეი, სამხრეთ კორეა - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
25.06 მეხიკო, ჩეხეთი - მექსიკა