ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს „მძიმე სნეული“ სასულიერო თუ საერო პირის დასახმარებლად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას - ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ სტატუსებს და შეძლებისდაგვარად გადაამოწმოთ კონკრეტული პირის ნამდვილობა, ასევე, ეს ყველაფერი კეთდება თუ არა შესაბამისი ლოცვა-კურთხევით.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იოლია მსგავსი მასალის მომზადება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს გულისხმიერი ადამიანები." - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.