რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს "ტვიტერში" ეხმაურება.
"ახლა გამარჯვებისთვის ყველაზე მთავარია, დავამარცხოთ გარე და შინა მტერი, რომელსაც სწყურია ჩვენი სამშობლოს განადგურება. ჩვენი სახელმწიფოს გადასარჩენად - პრეზიდენტის, ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის გარშემო შევიკრიბოთ. განხეთქილება და ღალატი - გზას უდიდესი ტრაგედიისკენ, საყოველთაო კატასტროფისკენ ჩვენ არ დავუშვებთ. მტერი დამარცხდება! გამარჯვება ჩვენი იქნება!" - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. მოსკოვისა და როსტოვის ქუჩებში, სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა
სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.
შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.
„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.
პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.
Сейчас самое главное для победы над внешним и внутренним врагом, алчущим разорвать нашу Родину, для спасения нашего государства – сплотиться вокруг Президента, Верховного главнокомандующего вооружёнными силами страны. Раскол и предательство – путь к величайшей трагедии,…
— Дмитрий Медведев (@MedvedevRussia) June 24, 2023