აზერბაიჯანის პრეზიდენტი, არ გაემგზავრება გრანადაში, სადაც ის ნიკოლ ფაშინიანს, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებს უნდა შეხვედროდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA ავრცელებს. 

საუბარია 5 ოქტომბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ესპანურ გრანადაში უნდა გამართულიყო.

სააგენტოს ცნობით, ალიევი შეხვედრაში თურქული მხარის მონაწილეობას მოითხოვდა, რაზედაც უარი მიიღო - სწორედ ეს გახდა შეხვედრის გაუქმების მიზეზი. თურქეთის მონაწილეობის წინააღმდეგ გერმანია და საფრანგეთი გამოდიან.