აზერბაიჯანი აღიარებს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

"ჩვენ ვაღიარებთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ეს განვაცხადეთ. ჩვენ ვაღიარებთ ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა ალიევმა აზერბაიჯანელი ხალხისადმი მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ერევანი ადრე ძალიან შემაშფოთებლად თვლიდა იმას, რომ ბაქო საჯაროდ არ ცნობდა სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ გვსმენია საჯარო განცხადებები აზერბაიჯანის ხელმძღვანელობისგან სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ, მაშინ როცა დახურულ შეხვედრებზე გვესმის ასეთი სიტყვები. და ეს ძალიან გვაწუხებს და შეიძლება მიუთითებდეს, რომ აზერბაიჯანს აქვს ტერიტორიული პრეტენზიები სომხეთის მიმართ“, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დაახლოებით ერთი თვის წინ.