აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქა დგება. ამის შესახებ ალიევმა 74-ე საერთაშორისო ასტრონომიული კონგრესის გახსნაზე ისაუბრა.

"დღეს შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ. ეს ჩვენი აზრია. თანამშრომლობა, ორმხრივად მოგებიანი პროექტები, ორმხრივი სარგებელი – ამ ყველაფერს დღეს ვაჩვენებთ". - თქვა ალიევმა.

ამავდროულად, ალიევიეს თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოცდილება ძალიან უნიკალური და განუმეორებელი მოვლენაა, რადგან აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი და აღადგინა საერთაშორისო სამართალი.