რუსეთი 3 თვეში 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს აწარმოებს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელში, - ამის შესახებ The New York Times-თან ინტერვიუში NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
"უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევის წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ვგულისხმობ რუსეთს, რომელიც ძლიერდება ისეთი სისწრაფით, როგორიც უახლეს ისტორიას არ ახსოვს. ახლა ისინი აწარმოებენ 3 თვეში, 3-ჯერ მეტ ტყვია-წამალს, ვიდრე NATO-ს ქვეყნები 1 წელიწადში", - განაცხადა მარკ რუტემ.