ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება.

რუტეს თქმით, რუსეთი  სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც ნატო მთელი წლის განმავლობაში.

„რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ ყველა აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ ნატო“, – განაცხადა რუტემ.

თარგმანი: პირველი არხი