ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სახელმწიფო ღალატისთვის გასამართლებული თანამდებობის პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
"პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს "სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ". დოკუმენტის მთავარი მიზანია ექსტრემისტული (ტერორისტული) და ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება", - ნათქვამია განცხადებაში.
კანონი მსგავს დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ავრცელებს საჯარო თანამდებობის მქონე ყველა პირზე.
"თანამდებობის პირის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ სახელმწიფოს ღალატისთვის, შემოღებულია სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების - სიკვდილით დასჯის გამოყენების შესაძლებლობა", - ნათქვამია ანგარიშში.