ბელარუსის მმართველმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინაში ომის შესახებ ჩინეთის "სამშვიდობო" დოკუმენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბელარუსი "სრულიად უჭერს მხარს უსაფრთხოების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც თქვენ წამოაყენეთ", - თქვა მან პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ლუკაშენკოს თქმით, სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში "რთულ დროს მიმდინარეობს, რომელიც მოითხოვს ახალ, არაჩვეულებრივ მიდგომებს და გონივრულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს."
"ის, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ თავიდან ავიცილოთ გლობალური დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებულები არ იქნებიან", - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.