ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 24 იანვარს ისაუბრა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ რომ უკრაინა მას, ერთი მხრივ, თავდაუსხმელობის პაქტის დადებას სთავაზობს, მაგრამ, მეორე მხრივ, უარს არ ამბობს "ექსტრემისტებისა და მებრძოლების მომზადებაზე".

უკრაინულ მხარეს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.რუსული სამთავრობო მედია კი წერს, რომ კრემლს არ აქვს მტკიცებულება იმისა, რომ კიევმა მინსკს თავდაუსხმელობის პაქტი შესთავაზა.

ლუკაშენკო ამბობს, რომ უკრაინაში "მებრძოლების მომზადება" სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბელორუსის ეროვნულ უსაფრთხოებას.

ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპროტესტო აქციებისას ის რომ არ ყოფილიყო, ბელარუსში იმაზე უარესი ვითარება იქნებოდა, ვიდრე ახლა უკრაინაშია.