7-თვიანი პაუზის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა. ცოტა ხნით ადრე, კონგრესმა მხარი დაუჭირა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.
სტრუქტურული ცვლილებების მიუხედავად დახმარების ჯამური მოცულობა უცვლელია და კვლავ 61 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თანხები შემდეგნაირად განაწილდება: $27 მილიარდი - პირდაპირი სამხედრო დახმარება; $23 მილიარდი - ამერიკის სამხედრო არსენალის შევსება; $7.8 მილიარდი - პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება; $1.8 მილიარდი - ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორებისთვის