ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს საქმეზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

სასამართლო მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე მსჯელობს. ადვოკატებმა გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

სახელმწიფო ბრალდება მზია ამაღლობელის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„მისი  უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 137 600 ლარის ოდენობითაა, ჩვენ კი გთავაზობთ 100 000 ლარს, ამ უძრავი ქონების სახით, რათა გირაოს უზრუნველყოფა მოხდეს. უძრავი ქონება არის მტკიცებულება. ის აცნობიერებს რისკებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.