"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ. "აგენტების კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გრიგორი კარასინი ეხმიანება და პარლამენტარებს "სიმწიფისა და ხასიათის გამოჩენის" გამო აქებს. ამის შესახებ იგი Telegram-ზე წერს.
"დაძლია რა უცხოეთის აგენტების კანონზე ზურაბიშვილის ვეტო, ქართულმა პარლამენტმა ხასიათის სიმტკიცე და სიმწიფე გამოიჩინა" - წერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი.