რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი წერს, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენს. 

"დააშოშმინეთ ბორელი, გთხოვთ! კვლავ თავისი მორალის კითხვით ეტენება, ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე წესიერების ფარგლებს სცდება", - წერს კარასინი.

პარლამენტთან განვითარებული გუშინდელი მოვლენების შემდეგ, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ "უცხოური აგენტების" კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ფასეულობებთან და სტანდარტებთან.