ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის მხოლოდ საბაბია, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი წერს.

"ვეთანხმები საქართველოს პრემიერმინისტრს იმ განცხადებაში, რომ პარლამენტის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი (დასავლეთის მხრიდან) მხოლოდ საბაბია რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნისკენ.

ეს შესამჩნევი გახდა 2022 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის დასუსტების მიზნით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ღია შეტევაზე გადავიდა.

სრულიად გამართლებულია პრემიერის განცხადება იმის შესახებ, რომ ეს ინტერესი არსად გამქრალა...

გასაგებია, რომ რუსეთის პოზიციაზე მორიგ თავდასხმასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება თავად საქართველოს ბედს, ეს დასავლური საზოგადოების განსაკუთრებული თამაშია" , - წერს კარასინი.