"დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი წერს.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ანტიდასავლური და პროპაგანდისტული გზავნილები საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობის თემაზე აქამდეც არაერთხელ გაავრცელეს და მოქმედი ხელისუფლება რუსეთთან ამჟამინდელი პოზიციის გამო შეაქეს.
"როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოს ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო. ეს არის თამაშის ახალი წესები საერთაშორისო საქმეებში, განურჩევლად ისტორიისა, გეოგრაფიისა და სახელმწიფოს პრეფერენციებისა. ვაშინგტონმა გადაწყვიტა - შეასრულე! აზრი არ აქვს კომენტარის გაკეთებას!" - წერს კარასინი.