ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საარემას ფერმის ბინადარმა კარამელამ ძროხის წლიური წველადობის რეკორდი 24 ტონამდე (22 ათას ლიტრზე ოდნავ ნაკლები) გაზარდა.

კურესაარედან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარე „ჰაესკას“ ფერმის ბინადარმა ძროხამ, სახელად კარამელამ, წელიწადში 24 ტონაზე (22 000 ლიტრზე ოდნავ ნაკლები) მეტი რძე მოიწველა, რითაც ესტონეთის წინა რეკორდი 535 კილოგრამით (დაახლოებით 519 ლიტრით) გააუმჯობესა.

მან ლაქტაციის პერიოდში ნაწველის წინა რეკორდი ასევე გააუმჯობესა და 24 141 კგ-მდე აიყვანა. ლაქტაციის ბოლო პერიოდშიც კი იგი მუდმივად იწველიდა 60 კგ-ს, უფრო ადრე კი ნაწველი 90 და 100 კგ-იც კი იყო.

საარემაას ცენტრში მდებარე „ჰაესკას“ ფერმას შეიძლება ვუწოდოთ ფერმა, სადაც ძროხებს შორის ცნობილი სახეები არიან: რვა ძროხიდან, რომლებმაც ესტონეთში ყველაზე მაღალი წლიური წველადობა აჩვენეს, ხუთი „ჰაესკას“ ბინადარია.

ფერმის გამგის თქმით, ყველა ძროხას ერთნაირად ეპყრობიან და ყველა ერთნაირი საკვებით იკვებება. რეკორდული წველადობა კი რეკორდული რძის მოსავლიანობა გენეტიკური მიზეზებით არის განპირობებული. ოთხი წლის კარამელა კარგი ჯიშის ჰოლანდიური მოზვრის და ფურის შეჯვარების ნაყოფია. ფერმის გამგე ასევე აღნიშნავს, რომ თანამშრომლებს ეკრძალებათ ცხოველების ცემა და მათზე ყვირილიც კი.

ძროხის მიერ 24 საათში ნაწველის მსოფლიო რეკორდი, რომელიც 2019 წელს ბრაზილიელმა ძროხამ დაამყარა, 123.61 ლიტრის (127.57 კილოგრამის) ტოლია.