ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ სირიის გარდამავალი პერიოდის წარმატება ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღნიშნულის შესახებ კალასმა დამასკოში, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ევროკავშირი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს იყენებს, რათა სირიას ინკლუზიური და მშვიდობიანი გარდამავალი პერიოდის გზაზე დაეხმაროს“, – აღნიშნა კაია კალასმა.
კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და სირიას შორის ურთიერთობები ასადის დამხობის შემდეგ განიცდის წინსვლას.
ცნობისთვის, კაია კალასს დამასკოში სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ასაად ალ-შეიბანი შეხვდა.
The success of Syria’s transition matters greatly to Europe. The EU is using its political and economic tools to help Syria on the path to an inclusive and peaceful transition. EU-Syria relations have come a long way since Assad's fall. We want Syria to take its rightful place in the international family, and we are ready to help turn this into lasting progress. My press remarks in Damascus with Foreign Minister al-Shaibani ↓
— Kaja Kallas (@kajakallas) September 29, 2026











