ქალბატონ კაია კალასს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და ამიტომ არ ელაპარაკებიან, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

„ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა. ეს არის ქართული საზოგადოების მიერ არჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ვფიქრობ, პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.