ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„2 ბავშვი გადის ჩვენთან მკურნალობას. 11 წლის ბიჭი ინტენსიურ თერაპიაში და მეორე, 3 წლის გოგონა პედიატრიულ განყოფილებაში. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, დამაკმაყოფილებელია მათი საერთო მდგომარეობა“, - აღნიშნა გია ბიბილაშვილმა.
19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.








