ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“, – ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „250-დღიანი უწყვეტი პროტესტის განმავლობაში, მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ანტიამერიკულ „ქართული ოცნების“ რეჟიმს“.
„ისინი მოითხოვენ, რომ ბოლო მოეღოს ამ რეჟიმის მიერ ქვეყნის სრულად მიყიდვას კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანში ტერორისტული რეჟიმისთვის და სამხედრო დამნაშავე პუტინისთვის. ჩვენ გვჭირდება „მეგობარი აქტი“, – წერს ჯო უილსონი.
For 250 consecutive days, the brave Georgian people have protested against the anti-American Georgian Dream regime. They demand an end to this regime’s total sellout of their country to Communist China, the terrorist regime in Tehran, and war criminal Putin. We need MEGOBARI!
— Joe Wilson (@RepJoeWilson) August 4, 2025