რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ანტიამერიკულმა "ქართული ოცნების" რეჟიმმა ახლახან დააკავა ოპოზიციის მთავარი ლიდერი ნიკა მელია იმავე ცრუ ბრალდებით, როგორც ოპოზიციაზე წინა თავდასხმისას.
ცხადია, რომ მიმდინარეობს ოპოზიციის სრული აკრძალვა, რათა ქვეყანა ჩინეთს მიყიდონ. სანქციები არის გამოსავალი“, – წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციული წესით დააკავეს.