ანტიამერიკული "ოცნება" კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, - ამის შესახებ აშშ-ს რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
"ანტიამერიკული "ქართული ოცნების" პარტია კომუნისტურ ჩინეთს კვლავ პატივს მიაგებს, რომელსაც ისინი "მისაბაძ ზესახელმწიფოდ" ახასიათებენ. MEGOBARI [აქტი] საჭიროა, რათა ამერიკამ შუა დერეფნით ვაჭრობასა და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა შეინარჩუნოს და ქართველებს რთულად მოპოვებული თავისუფლების შენარჩუნებაში დაეხმაროს", - წერს ჯო უილსონი.