ისრაელის არმია ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტების დაბომბვის შესახებ იუწყება. მისი ცნობით, წუხელ ლიბანში „ჰეზბოლას“ ბევრ ობიექტს დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალების გამანადგურებლებმა მარვაჰინის რაიონში „ჰეზბოლას“ სამხედრო კომპლექსს დაარტყა. დარტყმა ასევე განხორციელდა აიტა ეშ შაბში სარაკეტო გამშვებსა და ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.