ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდირების განზრახვა ჰქონდათ, თუმცა არა შესაძლებლობა.
"ჩვენი სამიზნე რომ ყოფილიყო, მას გავანადგურებდით", - თქვა კაცმა და დასძინა: "ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა".
კითხვაზე, მოითხოვა თუ არა ისრაელმა ამერიკის თანხმობა ასეთი ქმედებისთვის, კაცმა უპასუხა: "ამ ყველაფრისთვის ნებართვა არ გვჭირდება".








