გამთენიისას, ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული იერიშების შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მანამდე, ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დაწყების შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელდა დარტყმების სერია, რაც ფაქტობრივად  თეირანმა დაადასტურა.

ისრაელის მხარის ცნობით, ოთხი დარტყმა განხორციელდა, მათ შორის ერთი სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერ-შებას წინააღმდეგ.

 "სირენების ხმა ცოტა ხნის წინ ისრაელის რამდენიმე რაიონში გაისმა მას შემდეგ, რაც ირანიდან ისრაელის სახელმწიფოს მიმართულებით რაკეტების გაშვება დაფიქსირდა.

ისრაელის საჰაერო ძალები ამჟამად ახორციელებენ ჩაჭრის ოპერაციას და დარტყმებს იქ, სადაც საჭიროა  საფრთხის აღმოფხვრა," - აღნიშნულის ისრაელის არმიის განცხადებაში.