ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. როგორც ირანის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები წერენ, ირანმა საპასუხო მოქმედებები დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმხილველები თელ ავივში კვამლის შესახებ იუწყებიან, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად გაჩნდა. აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმშიც.

ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. საჰაერო განგაშია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

თარგმანი: პირველი არხი