"ევროპის მკვლელობაში ევროკავშირის კომისრები არიან პასუხისმგებელნი", – ამის შესახებ ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს, სადაც გააზიარა ავსტრიელი პოლიტიკური აქტივისტის, მარტინ სელნერის პოსტი.
მარტინ სელნერი პოსტში განმარტავს, „რატომ ეზიზღება ევროკავშირი“.
„რატომ მეზიზღება ეს ევროკავშირი: 2013 წელს იტალიის სანაპირო დაცვამ ღია ზღვაში 24 აფრიკელი აიყვანა და აფრიკაში დააბრუნა. არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით მათ ლიბიაში თავშესაფრის ბანაკიდან იტალიას უჩივლეს და საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ევროპის „ადამიანის უფლებათა საბჭო“) მოიგეს. იტალიას მათთვის 360 000 ევროს გადახდა და ევროპაში გაგზავნა მოუწია. ეს იყო ხმელთაშუა ზღვაში არალეგალი მიგრანტების ნაკადის საწყისი წერტილი. ევროპულმა ინსტიტუტებმა ეროვნული სახელმწიფოების პარალიზება მოახდინეს. ისინი დაუცველი გახდნენ. ევროკავშირი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან ერთად, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ მუშაობს. მე ისინი მეზიზღება“, – წერს სელნერი.







