ავსტრიის ბუნდესლიგაში ოცდამეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს

ოთარ კიტეიშვილის და გიზო მამაგეიშვილის „შტურმი“, ზედიზედ ოთხი შეხვედრის ფრედ დასრულების შემდეგ, ზალცბურგში 90+3 წუთამდე აგებდა და მარცხს ოთარ კიტეიშვილის საგოლე გადაცემის შემდეგ გადაურჩა.  

გიზო მამაგეიშვილი (Flashscore - 5,8) მინდორზე 73-ე წუთამდე იყო, შემდეგ კი იგი ოთარ კიტეიშვილმა (Flashscore - 7,0 ) შეცვალა.

„ზალცბურგი“ - „შტურმი“ 1:1(1:0)
გოლები: 22' იორბე ვერტესენი 1:0, 90+3' კოლომბო (ოთარ კიტეიშვილი) 1:1



დარჩენილი შეხვედრები:

04.05 „ლასკი“ - „რაპიდი“

10.05 „ლასკი“ - „ზალცბურგი“
10.05  „რაპიდი“ - „აუსტრია“
10.05 „ჰარტბერგი“ - „შტურმი“

17.05 „აუსტრია“ - „ლასკი“
17.05 „ზალცბურგი“ - „ჰარტბერგი“
17.05 „შტურმი“ -„რაპიდი“