ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერის, ეფი დეფრინის თქმით, თეირანში "სული საჰაერო უპირატესობა" დაამყარეს. მისივე თქმით, ისრაელმა ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვებების მესამედი გაანადგურა და ირანის იერიშის "დიდი ნაწილისთვის" ხელის შეშლას ახერხებს. ამის შესახებ დეფრინმა პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.
დეფრინის ცნობით, გუშინ ღამით და დღეს დილით ისრაელის მიმართულებით ირანმა 65 ბალისტიკური რაკეტა ისროლა, თუმცა ირანს, სულ მცირე, ორჯერ მეტის გაშვება სურდა. მანვე დაამატა, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალებმა 20 ბალისტიკური რაკეტა ამოიღეს სამიზნეში, სანამ ირანი მათ გაუშვებდა.
გარდა ამისა, IDF-ის ინფორმაციით, ისრაელის ავიაგამანადგურებლებმა და დრონებმა იერიში მიიტანეს რაკეტების საწყობებსა და სამეთაურო ცენტრებზე, სადაც ირანელი ჯარისკაცები რაკეტების გასაშვებად იკრიბებოდნენ.
ამასთან, IDF-ის მიხედვით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანზე საჰაერო იერიშები მიიტანეს და 100-ზე მეტ სამხედრო ობიექტს დაარტყეს.
IDF-ის ცნობით, დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით 120 ირანული ბალისტიკური რაკეტის გამშვები გაანადგურეს, რაც, უწყების თანახმად, კონფლიქტამდე ირანის გამშვებების სრული რაოდენობის მესამედს შეადგენს