ირანის მიერ ცენტრალურ ისრაელზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაშავდა. ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

"ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ირანის ბალისტიკური რაკეტების დარტყმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა", - აღნიშნავს გამოცემა.

მისივე ცნობით, ირანის მიერ ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე ოთხი ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმების შედეგად, 90-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში მოათავსეს.

განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები, ავტომობილები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

მაშველები ქალაქ ხაიფაში ნანგრევში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.